fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში – მეხანძრეებმა ხუთი ადამიანი გადაარჩინეს

დღეს თესალონიკის ცენტრში, ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა ნამდვილი კოშმარი გამოიარეს. ძლიერი ხანძარი გაჩნდა მეოთხე სართულზე და ბავშვი, მისი მშობლები და ბებია-ბაბუა მე-6 სართულზე მომწყვდეულები აღმოჩნდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხუთივე მათგანი გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს.

ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ, კვამლის ჩაყლაპვის გამო.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო მანქანა, 15 მაშველით.

onalem

ტესტ