fbpx
კრიმინალი

ათენი: 37 წლის ბერძენმა ქალი ფეისბუქით გაიცნო, საბერძნეთში ჩამოიყვანა და პროსტიტუციის დაკავებას აიძულებდა

დანაშაულებრივ სქემას ფარდა გუშინ დილით აეხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, ახარნონზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან გამოიქცა ქალი, გერმანიის მოქალაქე, და მაშინვე პოლიციის ოფიცრებს სთხოვა დახმარება.

როგორც ირკვევა, გერმანელი ქალი ამ ბინაში რამდენიმე ხნის მანძილზე იყო გამოკეტილი 37 წლის მამაკაცის მიერ, რომელმაც მას პასპორტი, ტელეფონი და ყველა საჭირო ნივთი წაართვა და პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდა. ე.წ. “რეკლამას” კი ინტერნეტის საშუალებით აკეთებდა.

მისი თქმით, 37 წლის ბერძენი ფეისბუქით ორნახევარი თვის წინ გაიცნო. მამაკაცი ქალს მუდმივად ეკონტაქტებოდა, ატყუებდა, რომ უყვარდა და სწორედ ამ გზით მოახერხა, რომ საბერძნეთში ჩამოიყვანა, ვიდრე პანდემია მსოფლიოში გამძვინვარდებოდა.

ათენში მოხვედრის შემდეგ კი, გერმანელს პასპორტი, ტელეფონი და ყველანაირი საბუთი წაართვა და ახარნონზე მდებარე ბინაში მეძავად მუშაობას აიძულებდა.

ქალმა გაქცევა გუშინ დილით მოახერხა, როდესაც გასაღებს მიაგნო და სახლის კარი გახსნა.

პოლიციამ ბინაში ნარკოტიკები აღმოაჩინა. იქ იმყოფებოდა მეორე ქალიც, რომელიც, სავარაუდოდ, 37 წლის მამაკაცის პარტნიორია.

მოგვიანებით დააკავეს თავად ბერძენიც, თუმცა, გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას სხვა კავშირები და წარმოადგენს თუ არა ეს “ბიზნესი” უფრო მსხვილი დანაშაულებრივი სქემის ნაწილს.

 

 

onalem

ტესტ