fbpx
კრიმინალი

ათენი: დაკავებების სერია ომონიისა და სინდაღმის ტერიტორიებზე

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორი სინდაღმის, ხოლო ერთი ომონიის მეტროსადგურის ტერიტორიებზე.

54 და 33 წლის მამაკაცებს ბრალად მეტროებში ხალხის გაძარცვა ედებათ და ისინი ამ საქმიანობით უკვე წლებია არიან დაკავებულები.

ისინი სინდაღმის მეტროსადგურში აიყვანეს, მას შემდეგ, რაც ტურისტებმა საჩივრები გამოთქვეს საფულეების და სხვა ნივთების დაკარგვასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ომონიის სადგურში, იგივე ბრალდებით აიყვანეს 21 წლის მამაკაციც.

დადასტურებული ინფორმაციით, ისინი რუმინეთის მოქალაქეები არიან.

თითოეული მათგანი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ