fbpx
ჯანმრთელობა

ნილოსის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა – საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება

ნილოსის ვირუსის თემა საბერძნეთში ბოლო დღეების მანძილზე განსაკუთრებით აქტიურია. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსს, რომელიც კოღოებს გადმოაქვთ, უკვე ორი მსხვერპლი ჰყავს.

ჯანდაცვის სამინიტრო და ეპიდემიოლოგიური ცენტრი აცხადებს, რომ დაღუპულია ორი მოხუცი, რომელიც 80 წელს ზემოთ არის. ისინი კოღოს ნაკბენით დაინფიცირდნენ, მათი მდგომარეობა დამძიმდა და საბოლოოდ გარდაიცვალნენ.

ქალაქები, სადაც ვირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობა ცხოვრობს, არის: პიერია, კატერინი, პელა, ქსანთი, კავალა, ლარისა, კარდიცა და ასევე ატიკის რეგიონი.

1) აუცილებლად დააყენეთ სახლში ბადეები, რათა კოღომ შიგნით არ შემოაღწიოს.

2) გამოიყენეთ კონდენციონერი, ვენტილატორი, საწოლის ბადეები.

3) სადაც იცით, რომ განსაკუთრებით ბევრი კოღოა, ეცადეთ სხეული დაფარული გქონდეთ თხელი, თუმცა, გრძელმკლავიანი ტანსაცმლით, ასევე შარვლით.

4) არ შეინახოთ წყალი თავმოხდილ ჭურჭელში.

5) ნუ მორწყავთ ყვავილებს დილის საათებში.

6) გამოიყენეთ ლოსიონები, სპრეი და კოღოს საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებები.

onalem

ტესტ