fbpx
ჯანმრთელობა

ჯანმრთელობისთვის სახიფათო კრევეტები საბერძნეთის სუპერმარკეტებში

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო სუპერმარკეტებში არსებული პროდუქტის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. კონკრეტული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ეს არის კრევეტები, “ΓΑΜΠΑΡΗ ΚΤΨ ΑΠΟΦΛΟΙΩΜΕΝΗ – ΛΙΒΕΡΗΣ ΑΦΕΝΤΟΥΛΗΣ & ΣΙΑ Ο.Ε., ΚΕΡΑΜΩΤΗ ΚΑΒΑΛΑΣ”, ვადით 20/03/2023, 425 გრამი, რომელიც აქტიურად იყიდება საბერძნეთის ბაზარზე. ირკვევა, რომ პროდუქტში შემოწმების შედეგად გადაჭარბებული რაოდენობის სულფიტები აღმოაჩინეს.

სულფიტების რაოდენობა, რასაც კრევეტები შეიცავს, ბევრად მეტია დასაშვებ ზღვარზე, რაც მას ადამიანისთვის საჭმელად უვარგისს ხდის.

სურსათის კონტროლის სააგენტომ უკვე გასცა ბრძანება, რომ პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღონ, ხოლო მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ, მოუწოდებენ, მისი მოხმარებისგან თავი შეიკავონ.

onalem

ტესტ