fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ვაქცინაცია მაიმუნის ჩუტყვავილას წინააღმდეგ – საბერძნეთის ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება

საბერძნეთის ვაქცინაციის ეროვნულმა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების წინააღმდეგ ვაქცინის მიღების რეკომენდაცია გასცეს.

რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინა უნდა მიიღონ მათ, ვინც მჭირდო კონტაქტში იქნება მაიმუნის ჩუტყვავილით დაავადებულ პირთან, ასევე იმ მედიკოსებმა, რომლებიც პაციენტს მკურნალობენ და შესაბამისად, შედიან ინფიცირებულთან კონტაქტში.

ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ მათაც, ვინც მუშაობს ლაბორატორიებში და შეხება აქვთ ნიმუშებთან, რომლებსაც პაციენტებისგან იღებენ, შესამოწმებლად.

კომისიის წინადადებით, საბერძნეთი ევროპის სააგენტოს წარუდგენს მოთხოვნას, აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის მომარაგების თაობაზე, საჭიროებების მიხედვით.

მაიმუნის ჩუტყვავილას ვაქცინის მიღება მოხდება ვაქცინაციის ცენტრებში, როგორც ეს კოვიდის შემთხვევაში ხდება.

onalem

ტესტ