fbpx
პოლიტიკა

“ანკარას მახეში არ გავებმებით! დიალოგი ხომალდების ფრენის ფონზე არ ხდება” – ნიკოს დენდიას

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ გააკეთა განცხადებები თურქულ პროვოკაციებთან დაკავშირებით. დენდიამ ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებენ ანკარას მახეში გაბმას და თავად გადაწყვეტენ, მოხდება თუ არა სიტუაციის ესკალაცია.

“ამერიკის კონგრესზე პრემიერ მიცოტაკის პოზიცია უბრალოდ შესანიშნავი იყო. მას არაფერი უთქვამს იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე, ამიტომ სრულებით გაუგებარია თურქეთის პრეზიდენტის რეაქცია. ისინი ზოგჯერ თავისებურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკის მიღმა, მაგრამ მათი პოზიციების ახსნაში დროს არ დავკარგავთ.

ჩვენი რეაგირება არ იქნება ისეთი, როგორც ამას მეორე მხარე გადაწყვეტს, ჩვენ საკუთარი მოსაზრებები გვაქვს. სიტუაციის გამწვავების ხაფანგში არ გავებმებით და თუ გამწვავდება, ეს იმიტომ, რომ ამას თავად საბერძნეთის მთავრობა გადაწყვეტს,” აცხადებს მინისტრი.

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “მისთვის კირიაკოს მიცოტაკი აღარ არსებობს და რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრები არ გაიმართება.”

onalem

ტესტ