fbpx
პოლიტიკა

“ბერძნებმა იციან, როგორი მეგობრულები ვართ, როცა ხელს გვიწვდიან! არ დაგემუქრებით, თუ არ დაგვემუქრებით” – ერდოღანი

ხვალ დილით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ათენში ჩამოვა და კირიაკოს მიცოტაკის, ეკატერინი საკელაროპულუს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. ოფიციალურ ვიზიტამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, მანამდე კი, მანოლის კოსტიდი ესაუბრა ჯაზეთ “Καθημερινή”-ს, რომელშიც საკმაოდ რბილად საუბრობს ბერძნებზე და მათთან ურთიერთობაზე იმასთან შედარებით, რაც მისთვის დამახასიათებელია.

“საბერძნეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ვიყოფთ ერთ ზღვას, ვიზიარებთ ერთსა და იმავე გეოგრაფიულ ერთეულს, მე უკვე ვისაუბრე ჩვენს ურთიერთობაში ახალი ნაბიჯების გადადგმასა და პრინციპზე, რომლის მიხედვითაც, ორივე მოგებული ვრჩებით (win-win). თურქეთის ნება ბერძნულ-თურქული პრობლემების გადასაჭრელად “ძლიერია” და მოვუწოდებ მსგავსი მიდგომისკენ ბერძნებსაც, საგარეო ჩარევის გარეშე. 

ჩვენ ამ ხალხთან ერთად საუკუნეები ვცხოვრობდით და ბერძნებმა იციან, თუ როგორი მეგობრულები ვართ, როცა ხელს გვიწვდიან. არ დაგემუქრებით, თუ არ დაგვემუქრებით. საბერძნეთი ჩვენი მტერი არ არის, ის იმ ალიანსის ღირსეული წევრია, რომლის წევრიც ჩვენც ვართ. უნდა დავრჩეთ მეზობლებად და პატივი ვცეთ ერთმანეთისთვის სასიცოცხლო ინტერესებს,” ამბობს ერდოღანი.

 

onalem

ტესტ