fbpx
პოლიტიკა

“პუტინმა კარგად იცის, რომ ზელენსკის ვერ დაამარცხებს” – დორა ბაკოიანი უკრაინა-რუსეთის ომზე

დორა ბაკოიანი ტელეკომპანია ΣΚΑΙ- სთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს და აცხადებს, რომ პუტინმა უკვე კარგად იცის, რომ ზელენსკის დამარცხება არ შეუძლია.

“პუტინს აქვს სერიოზული პრობლემა, რომ კიევის ისტორიული ნაწილი რუსებისთვისაც მნიშვნელოვანი ადგილია. ამ ყველაფერს დიდი დატვირთვა აქვს და თუ კულტურული საგანძურის განადგურება მოხდება, რუს ხალხს ეს ძალიან გააღიზიანებს. პუტინისთვის დიდი “სიურპრიზი” აღმოჩნდა ფაქტი, რომ უკრაინელები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის. ამიტომ ის განსხვავებული პირობებით მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას. მან უკვე იცის, რომ ზელენსკის ვერ დაამარცხებს.

პუტინს ეგონა, რომ უკრაინელების უმეტესობა ამ ომს “განმათავისუფლებელ ოპერაციად” მიიღებდა, რეალურად კი მოახერხა, რომ ეს ხალხი ცაკლეულ ერად წარმოეჩინა, თავიანთი კონკრეტული უკრაინული იდენტობით და ამას გარდა, მოახერხა, რომ განეწყო თავის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სანქციებს, ისინი ბევრად ადრე მოქმედებენ, ვიდრე ველოდით.

ევროპის საბჭოში 10 წლიანი ყოფნის მანძილზე ასეთი ერთსულოვანი გადაწყვეტილებები არასოდეს მიღებულა. კომისიაში 56 ვიყავით და 56-ივემ ვთქვით, რომ რუსეთი უნდა გასულიყო, არცერთი მათგანი არ ყოფილა წინააღმდეგი და არცერთ მათგანს არ ჰქონია ნეტრალური პოზიცია.

ძნელია იმის შეფასება, თუ საით მიდის რუსეთის პრეზიდენტი, თუმცა, სტრატეგიული ანალიტიკოსების ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, ის შესაძლოა არც გაჩერდეს სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს,” აცხადებს ბაკოიანი.

რაც შეეხება საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობას, ბაკოიანის თქმით, სასურველია, რომ არ შეწყდეს დიალოგები, რათა არსებობდეს შესაძლებლობა სხვადასხვა გზით მიუდგნენ საკითხებს, რომელთაც არ ეთანხმებიან.

onalem

ტესტ