fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრის განცხადება იმიგრანტებთან და საზღვრების გაძლიერებასთან დაკავშირებით

საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრი, გიორგოს კუმუცაკოსი მედიასთან კონკრეტულ განცხადებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ საბერძნეთის საზღვრები მათი საზღვრებიც არის და ის არ უნდა გადმოკვეთონ, ან მიღებულ უნდა იქნეს სხვა გადაწყვეტილება, რომ შემოსვლის შემთხვევაში, სხვა ქვეყანაში წავიდნენ.

“ეს არის ურთულესი ამოცანა, რომელიც საჭიროებს დიდ ძალისხმევას და გაგებას ადგილობრივი საზოგადოებების მხრიდან. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რადგანაც გამოწვევები, რომელთა წინაშეც საბერძნეთი დგას, სცდება ქვეყნის შესაძლებლობებს. საბერძნეთმა თავის ლიმიტს უკვე მიაღწია. თუ თურქეთში არ გაიგზავნება სწორი მესიჯები და არ იქნება სოლიდარობა, რთულ შედეგებამდე მივალთ. 

ჩვენ გავაძლიერებთ საზღვრებს, როგორც საჭიროა, მაგრამ თუ მიგრაციის ტალღა გაგრძელდება, ისინი ქვეყნის ფარგლებს უნდა გასცდნენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი საზღვრები მათი საზღვრებიც არის,” განაცხადა კუმუცაკოსმა.

მისმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში საბერძნეთი ევროკავშირს თავისი შეხედულებების ჩარჩოს გაუგზავნის, სადაც ჩამოყალიბებული იქნება, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული საიმიგრაციო და თავშესაფრის პოლიტიკა.

 

onalem

ტესტ