fbpx
საზოგადოება

“ათენიდან თვითმფრინავები ვერ მოფრინავენ, ხილვადობა 100 მეტრის ზემოთ არ გვაქვს”

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკის აეროპორტში, უამინდობის გამო სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ხილვადობის არარსებობის გამო ათენიდან თესალონიკის მიმართულებით რეისები ვერ ხორციელდება.

როგორც აეროპორტის ხელმძღვანელობა აცხადებს, ხილვადობა არ არის 100 მეტრის ზემოთ, რის გამოც, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ პოლოტმა თვითმფრინავის დასმა შეძლოს. შესაბამისად, ათენიდან თვითმფრინავები საერთოდ არ დაიძრნენ თესალონიკისკენ.

აღსანიშნავია, რომ სინოპტიკოსთა განცხადებით, დილის 10:00 საათის შემდეგ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი, რაც მდგომარეობას გაართულებს.

 

onalem

ტესტ