fbpx
საზოგადოება

“ვუყურებ ზღვას და არ ვიცი, ცოცხალია თუ არა მამაჩემი” – კატია ზიგული

ბოლო პერიოდია, რაც კატია ზიგული ძალიან აქტიურად არის ჩართული სოციალურ ქსელში და საკუთარ იუთუბ არხზე საინტერესო ვიდეოებს გვთავაზობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის საჯაროდ და დეტალურად საუბრობს 2018 წლის მომაკვდინებელ ხანძარზე, რომელსაც მამამისი და მისი უმცროსი შვილი გადაურჩნენ.

ზიგული ჰყვება, რომ თავად, საკისთან და სამ შვილთან ერთად კერკირაზე იმყოფებოდა, აპოლონა კი მშობლებთან ჰყავდათ დატოვებული. ხანძრის გაჩენის დროს ბავშვი პარკში ბებიასთან ერთად იყო, სადაც ისინი კატიას მამამ წაიყვანა, ხოლო შემდეგ საკის ძმის დასახმარებლად ბრუნდებოდა, რა დროსაც ხანძარმა გზაში ჩაკეტა. მამაკაცი მაშველების დახმარებით გადაურჩა ხანძარს.

“მე კერკირაზე ვარ და ყველაფერი, რაც ვიცი, არის, რომ საკის ძმამ მითხრა, ხანძარმა მოაღწია და მამაშენი აქ არის. რას ნიშნავს აქ არის. სად არის მამაჩემი? შემდეგ მას დავურეკე და მითხრა: “კარგად ვარ, გათიშე!”

ძალიან დასტრესილი ხმა ჰქონდა. შემდეგ კავშირი გაწყდა, ბატარია დაჯდა, ვუყურებ ზღვას და არ ვიცი, ცოცხალია თუ არა მამაჩემი,” იხსენებს ზიგული.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ