fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

17 წლის ბერძენი ფეხბურთელი უეცრად სტადიონზე დაეცა, საავადმყოფოში კი გარდაიცვალა

იმათიას სპორტული კლუბი და საზოგადოება 17 წლის ფეხბურთელს გლოვობს, რომელიც გუშინ სტადიონზე უეცრად დაეცა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მისი ოჯახი კი კითხვებზე პასუხს ითხოვს.

მატჩი გუშინ ხარიესას სტადიონზე მიმდინარეობდა, როდესაც 17 წლის ხრისტოს პეტრიდისმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. მასთან სწრაფად მივიდნენ ექიმი და მეგობრები, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა, მიხვდნენ, რომ მდგომარეობა სერიოზული იყო და ბიჭი ნაუსას საავადმყოფოში დაახლოებით 16:12 საათზე გადაიყვანეს.

ექიმებმა მაშინვე განაცხადეს, რომ სიტუაცია უკიდურესად კრიტიკული იყო.

უკანასკნელი ინფორმაციით, ბიჭი 22:43 წუთზე გარდაიცვალა, მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, შეენარჩუნებინათ მისთვის სიცოცხლე.

დაგეგმილია ექსპერტიზა უეცარი სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

onalem

ტესტ