fbpx
საზოგადოება

ვოლოსი: ნასვამმა ალბანელმა პოლიციის ოფიცრები სცემა

გუშინ ღამით ვოლოსში დაუჯერებელი “სცენები” გამართა 31 წლის ალბანელმა მამაკაცმა, რომელიც შემოწმებისთვის პოლიციამ გააჩერა.

მამაკაცმა ოფიცრების ყურადღება მიიპყრო, რადგან საეჭვოდ უკონტროლოდ მართავდა ავტომობილს. მან მანქანა გააჩერა, თუმცა, შემოწმებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ოფიცრებმა კატეგორიულად მოსთხოვეს ალკოტესტის ჩაბარება.

სწორედ ამის შემდეგ ის აგრესიული გახდა და 45 და 47 წლის ოფიცრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის შემდეგ ადგილზე მობილიზდა პოლიციის დამხმარე ჯგუფი, რომელმაც სიტუაცია განმუხტა.

ალბანელი მამაკაცის აგრესია იქ არ დასრულებულა, რის გამოც, მაგნისიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ