fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გლიფადა: დღეს დილით მამაკაცმა მის სახლში შევარდნილი ქურდი დაჭრა

დღეს დილით ათენის მდიდრულ გარეუბანში მამაკაცს სახლში ორი ქურდი შეუვარდა. მათ 88 წლის მოხუცის გაძარცვა სცადეს, თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. საბოლოო ჯამში სამივე მათგანი დაპატიმრებული აღმოჩნდა.

88 წლის მამაკაცმა მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთი მათგანი დაჭრა. ისინი მსუბუქი დაზიანების გამო საავადმყოფოში წავიდნენ, სადაც, მოგვინებით პოლიციამ ორივე მათგანი აიყვანა.

დამნაშავეთაგან ერთი ალბანეთის 28 წლის მოქალაქე, ხოლო მეორე საბერძნეთის 18 წლის მოქალაქეა.

სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მოხუცის წინააღმდეგაც, რომელსაც ბრალად ედება სხეულის გაზრახ დაზიანება და იარაღის უკანონო შენახვა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ირწმუნებოდა, რომ გასროლა მხოლოდ თავის დასაცავად მოხდა და არავის მოკვლას არ აპირებდა, მას მაინც გაასამართლებენ.

onalem

ტესტ