fbpx
პოლიტიკა

ბერძენმა მოხუცმა დამკრძალავ ბიუროში დარეკა, შემდეგ კი თავი მოიკლა

უპრეცენდენტო შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, ილიასში მოხდა. დამკრძალავი ბიუროს ერთ-ერთი მფლობელი ჰყვება, თუ როგორ დაურეკა 80 წლის მოხუცმა და კარგად აუხსნა, თუ როგორ უნდა დაეკრძალათ ის. ქალი შეძრული ისმენდა მის საუბარს და უკვირდა, თუ ვის გარდაცვალებაზე საუბრობდა, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი ესაუბრებოდა.

“მან შაბათს დამირეკა და მკითხა, ხომ არ გამაღვიძა. მე კი ვუპასუხე, რომ არა. შემდეგ საუბარი განაგრძო და მითხრა, რომ სამსახურში უნდა წავსულიყავი და ცერემონიისთვის შარვალი, ქაღალდები და კიდევ რამდენიმე რაღაც უნდა მომემზადებინა, შემდეგ მისი შვილისთვის გადამეცა.

ძალიან გამიკვირდა როგორც საუბრობდა და ვკითხე, რომელ შარვალზე საუბრობდა და გარდაცვლილი იყო თუ არა ვინმე. მან კი მიპასუხა: “არა, მე უნდა მოვიკლა თავი.””

ქალმა საუბარი გაუგრძელა და მისი შეჩერება სცადა, მაგრამ ამაოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლის გარდაცვალება ვერ გადაიტანა და მას შემდეგ მენტალური პრობლემები ჰქონდა. ემოციურად ძალიან ცუდად იყო და ცოლის სიკვდილიდან ზუსტად 6 თვის შემდეგ, საკუთარი სიცოცხლის დასრულებაც გადაწყვიტა.

 

onalem

ტესტ