fbpx
საზოგადოება

ათენი: რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი მატარებელმა გაიტანა

ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ, ნერაძიოტისას სადგურში მოხდა. დადასტურებული ინფორმაციით, მამაკაცი მატარებლის რელსებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

სადგურში მობილიზდა სახანძრო ბრიგადა და მაშველები იმედოვნებდნენ, რომ მამაკაცს ცოცხალს ამოიყვანდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ ჩავარდა ის რელსებში, იყო თუ არა ეს განზრახული ქმედება.

ასევე უცნობი რჩება მისი ვინაობა და ასაკი, რადგან გარდაცვლილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ აღმოაჩნდა.

onalem

ტესტ