fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: ვილაში მომუშავე ემიგრანტების 3 წლის ბავშვი ამავე სახლის აუზში დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა კუნძულ კეფალონიაზე მოხდა. 3 წლის ბავშვი მდიდრული ვილის აუზში გარდაცვლილი იპოვეს.

პირველადი ცნობებით, საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებიან და აღნიშნულ ვილაში მუშაობენ. სავარაუდოდ, მათი 3 წლის ბიჭიც იქ იმყოფებოდა, რაღაც მომენტში მშობლების ყურადღების მიღმა დარჩა, აუზთან სათამაშოდ გავიდა და ვინაიდან ცურვა არ იცოდა, დაიხრჩო.

მედიის ინფორმაციით, ბავშვი მამამ იპოვა და თავისი მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა, მიუხედავად ექიმების თავდაუზოგავი მცდელობისა, სამწუხაროდ, უკვე გვიან იყო.

ბავშვის ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა, ხოლო პოლიციამ საქმე აღძრა და მიმდინარეობს იმ გარემოებების გამოძიება, რომლებშიც მცირეწლოვანი დაიხრჩო. პირველ ეტაპზე ჩვენებებს ოჯახის წევრებისგან იღებენ.

 

onalem

ტესტ