fbpx
საბერძნეთი

აკის პეტრეძიკის რესტორნები მთელს ათენში დაიკეტა – პერსონალს გადაუხადეს ხელფასებიც და კომპენსაციაც

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი შეფის რესტორნები მთელი ათენის მასშტაბით დაიკეტა. როგორც ირკვევა, შეფმა მათი დაკეტვის გადაწყვეტილება შემოსვლების ვარდნის გამო მიიღო.

საუბარია რესტორნებზე, რომლებიც მდებარეობდა პრესტიჟულ უბნებში, მათ შორის, სინდაღმაზე, გლიფადასა და აგია პარასკევის ტერიტორიებზე. ამ დროისთვის სამივე მათგანი დაკეტილია.

აღნიშნული დაწესებულებების პერსონალი გაათავისუფლეს 2022 წლის ბოლოდან ეტაპობრივად და მათ, ცხადია, გადაუხადეს როგორც კუთვნილი ხელფასები, ასევე, კომპენსაცია, რომელიც ეკუთვნოდათ სამსახურიდან გათავისუფლების გამო.

აკის პეტრეძიკი საბერძნეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად რესტორნების დაკეტვისა, ის აქტიურად არის დაკავებული საკუთარი საქმიანობით, რომელსაც მამის ამპლუასაც სიამოვნებით უთავსებს.

onalem

ტესტ