fbpx
საბერძნეთი

გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელმაც თავის შვილზე მოძალადე ალბანელი მოკლა – მას ალექსის კუგია იცავს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს 50 წლის მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ცოლის ძმა მოკლა. როგორც უკვე ცნობილია, ალბანელი მამაკაცი მას შემდეგ მოკლა, რაც გაიგო, რომ მის შვილზე მცირე ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა, თანხას სძალავდა და აშანტაჟებდა.

50 წლის მამაკაცი გათავისუფლებულია პირობითად, სანამ სასამართლო მის სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, პროცესი კი, 5 დღეში შედგება. მას ბრალად ედება 33 წლის მამაკაცის, საღ გონებაზე, განზრახ მკვლელობა, მან 10 იანვარს სასიკვდილოდ დაჭრა ცოლის ძმა.

როგორც მედია იუწყება, 50 წლის მამაკაცს ცნობილი კრიმინალისტი, ალექსის კუგია იცავს. ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი არ არის კრიმინალი, არამედ საკმაოდ რთულ საქმეზეა საუბარი და არსებობს გარემოებები, რომლებიც წინ უძღვოდა ინციდენტს. ამას თან ახლავს თავად გარდაცვლილის პიროვნული მახასიათებლები.

მეორეს მხრივ, თავად 50 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ უნდოდა ცოლის ძმისთვის დანაშაულის აღიარება ეიძულებინა, კუგია კი, ამატებს, რომ იარაღი, რომელიც თან წაიღო, უბრალოდ გავარდა, არ ჰქონდა მკვლელობის მიზანი.

onalem

ტესტ