fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

გალაცი: 5 ევროს გამო სასტიკად ნაწამები 90 წლის მოხუცი

საბრალო მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ფული არ ჰქონდა, თუმცა, ისინი მის წამებას მაინც განაგრძობდნენ.

შოკისმომგვრელი ინციდენტი გალაციში მოხდა. 90 წლის მამაკაცის სახლში ორი ქურდი შეიჭრა და მისგან ფულს ითხოვდნენ. ერთ-ერთი მათგანი სახლის დათვალიერებას და ჩხრეკას შეუდგა, მეორე კი, პარალელურად მოხუცს აიძულებდა ეთქვა, თუ სად ჰქონდა თანხა.

”Καλημέρα Ελλάδα”-ს ინფორმაციით, მათ 90 წლის მამაკაცი საწოლთან მიიყვანეს, პირში ზეწარი ჩასჩარეს და სახეში ცემა დაუწყეს. თან დაჟინების მოითხოვდნენ, ეთქვა, თუ სად ინახავდა თანხას. შემდეგ საწოლზე მიაბეს და დანით ემუქრებოდნენ.

მოხუცმა უთხრა, რომ მხოლოდ 5 ევრო ჰქონდა, პასუხად კი, დამნაშავემ მისი ცემა ყოყმანის გარეშე გააგრძელა.

onalem

ტესტ