fbpx
საზოგადოება

“მოიხსენით პირბადეები, ღმერთი ამას არ ეთანხმება” – აგიოს პანტელეიმონას ეკლესიის არქიმანდრიტი

ტელეკომპანია ΑΝΤ1-ის ინფორმაციით, აგიოს პანტელეიმონას ეკლესიის არქიმანდრიტი მორწმუნეებს დაჟინებით სთხოვდა, მოეხსნათ პირბადეები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით ეკეთათ.

მათი თქმით, მსახურების შესრულებისას არქიმანდრიტმა დაინახა თუარა, რომ ხალხი ნიღბებით იდგა, თქვა: “მოიხსენით პირბადეები, ღმერთი ამას არ ეთანხმება.”

ირკვევა, რომ მრევლის ნაწილს მისი მოთხოვნა ძალიან გაუკვირდა, რადგან ამ დროს ეკლესიაში 500-მდე ადამიანი იყო და თავდაცვის გარეშე მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქ ყოფნა საფრთხის შემცველი შეიძლებოდა ყოფილიყო, ხოლო ნაწილმა ტაშიც კი დაუკრა არქიმანდრიტის მოწოდებას.

 

onalem

ტესტ