fbpx
საზოგადოება

მარინა პატული მიკონოზე ალბანელებმა გაძარცვეს – 12.000 ევროს ზარალი გუბერნატორის ყოფილ მეუღლეს

მარინა პატული ბოლო დღეებში მიკონოს ცნობილი, მდიდრული ქუჩებიდან ფოტოების გაზიარებას არ გვაკლებს, მაგრამ სამწუხაროდ, ატიკის გუბერნატორის ყოფილ მეუღლეს უსიამოვნება შეემთხვა.

როგორც მედია იუწყება, მარინა პატულის სახლიდან თანხა და ძვირფასეულობა მოპარეს, საერთო ჯამში კი, მისი ზარალი 12.000 ევროს აღწევს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ალბანელების კრიმინალურ დაჯგუფებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში ქარების კუნძულზე ბინებს ძარცვავს და შეუმჩნევლად რჩება. პატულის სახლშიც სწორედ იმ დროს მოხდა ქურდობა, როცა ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

“საუბარია ძვირფასეულობაზე, ოქროზე, რომელიც ჩემი ქორწილიდან არის. წაღებული თანხა კი იმ თანამშრომლების ხელფასების გადასახდელად მქონდა გადანახული, რომლებიც სარემონტო სამუშაოებისთვის დავიქირავე,” ამბობს თავად მარინა პატული.

ძვირფასეულობის ღირებულება, რომელიც მას მოპარეს დაახლოებით 3,900 ევროა, ხოლო ნაღდი ფული, რომლის წაღებაც მოახერხეს, 8.500 ევროს შეადგენს.

 

onalem

ტესტ