fbpx
საბერძნეთი

რომელ კუნძულზე დაიწია ფასებმა ყველაზე მეტად?! – საბერძნეთი ბრიტანელებისთვის ყველაზე ღირებულ მიმართულებად მიიჩნევა შვებულებისთვის

Holiday Money Report 2022-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ყოველ წელს ქვეყნდება, ბრიტანელებისთვის საბერძნეთი ერთ-ერთ საუკეთესო დანიშნულების ადგილად სახელდება დასვენებისთვის, ფასების მიხედვით. ცხადია, საუბარი არ არის თითოეულ კუნძულზე, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ჯდება მიკონოზე, სანტორინზე, ნაქსოსა და პაროსზე დასვენება, მითუმეტეს თუ ადგილობრივი არ ხართ.

ამრიგად, კვლევის მიხედვით, საბერძნეთის კუნძულ კორფუზე ფიქსირდება ფასების კლების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და საბერძნეთი ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის სამეულში ხვდება. ყველაზე იაფ მიმართულებებად, 2021 წელთან შედარებით, სახელდება:

თურქეთი – მარმარისი

საბერძნეთი – კორფუ

კვიპროსი – პაფოსი

ტაილანდი – ფუკეტი

აშშ – ორლანდო

მავრიკი, გრენადა, ავსტრალია, კენია მალტა…

კვლევის მიხედვით, ტურისტებს, რომლებიც ამ ადგილებს მიაშურებენ, 2021 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ საკუთარი დასვენებისა და განტვირთვისთვის.

რაც შეეხებათ გერმანელებს, მათი უმეტესობა 2022 წელს დასვენებისთვის კუნძულ კრეტას ირჩევს.

onalem

ტესტ