fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ოჯახში დამხმარედ მომუშავე ქალი 91 წლის მოხუცს გაუპატიურების მცდელობისთვის უჩივის

მომხდარის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. Protothema.gr-ის მიხედვით, ერთ-ერთ სახლში დამხმარედ მომუშავე ქალი 91 წლის მოხუცს სექსუალური სახის თავდასხმაში ადანაშაულებს და მას სასამართლოში უჩივის.

ირკვევა, რომ შემთხვევა ვოლოსში მოხდა. 50 წლის ქალმა საჩივარი შეიტანა 91 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც იმ სახლის მეპატრონეა, რომელშიც დამლაგებლად მუშაობდა.

საჩივრის მიხედვით, ერთ-ერთ დღეს, როცა 50 წლის ვოლოსელი ქალი სამსახურში მივიდა და დალაგებას შეუდგა, 91 წლის მოხუცი აბაზანიდან შიშველ მდგომარეობაში გამოვიდა და მისი გაუპატიურება სცადა.

დამლაგებლის თქმით, ის პანიკაში ჩავარდა და სახლი დაუყოვნებლივ დატოვა, ხოლო მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შეიტანა, გაუპატიურების მცდელობისთვის.

არსებული ინფორმაციით, მოხუცი არ დაკავებიათ, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ