fbpx
საბერძნეთი

1 ივლისიდან ვისთვის უქმდება ტესტის ჩატარების ვალდებულება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 1 ივლისიდან თვითტესტირების ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის.

კერძოდ, ივლისის თვიდან სრულიად უქმდება თვითტესტირების ვალდებულება მათთვის, ვინც აცრილია კორონავირუსის ორივე დოზით.

როგორც ჩანს, ეს არის ერთ-ერთი პრივილეგია, რომელიც სრულად ვაქცინირებულ პირებს ექნებათ.

ცხადია, მთავრობა მიმდინარე დღეებში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, თუ როგორ გამარტივდება ყოველდღიური ცხოვრება ვაქცინირებულებისთვის და რა დამატებითი თავისუფლება ექნებათ, აცრის მოწინააღმდეგეებთან შედარებით.

საბერძნეთში უკვე გაიცემა ვაქცინაციის მწვანე სერტიფიკატი, რომელიც თავისუფალი და მარტივი მოგზაურობის გარანტია.

onalem

ტესტ