fbpx
საბერძნეთი

ახალი კარანტინი შემოდგომაზე თუ ვაქცინაცია არ დაჩქარდება?! – რა არის მოსალოდნელი საბერძნეთში?!

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი და მკვლევარი, გიორგოს პავლაკი, რომელიც კრიტიკული მიდგომებითა და რეალისტური შეფასებებით გამოირჩევა, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრობს და აცხადებს, რომ საბერძნეთში კორონავირუსის მეოთხე ტალღა გარდაუვალია, თუკი იმუნიტეტის კედელს არ გამოვიმუშავებთ.

“მნიშვნელოვანია მოსახლეობაში იმუნიტეტის კედლის აშენება, კორონავირუსის მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად. ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფთა უდიდესი ნაწილი არ არის აცრილი კორონავირუსზე.

თუ ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქარდება და მოსახლეობის უმეტესობა არ იქნება აცრილი, კარუსელი დატრიალდება და კვლავ გველის შეზღუდვები, შესაძლოა შემოდგომაზეც კი.

უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ვაქცინა არის უსაფრთხო. როდესაც პირველ დოზას ვიღებთ, ეს კარგია, მაგრამ მეორე დოზას უკვე უსაფრთხოების უმაღლეს პროცენტულ მაჩვენებლამდე მივყავართ. არ მეშინია არცერთი ვაქცინის, არც მათი შერევის. თუმცა, ვინც მიიღო AstraZeneca-ს პირველი დოზა, მეორე დოზაც იგივე ვაქცინა შეუძლია მიიღოს. რომ არსებობდეს გვერდითი მოვლენები, ისინი ცხადი იქნება პირველი დოზის მიღებისთანავე.”

ამრიგად, პროფესორთა განცხადებით, ვაქცინაცია არის იარაღი, რომელიც გვიხსნის მოსალოდნელი კარანტინებისა და ყველაფრის შემობრუნებისგან. პატინა პაგონის პროგნოზით კი, თუ იმუნიტეტის კედელს ზაფხულის ბოლოსთვის გამოვიმუშავებთ, 20 სექტემბრის შემდეგ პირბადეებსაც მოვიხსნით ღია სივრცეებში.

 

onalem

ტესტ