fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

კატასტროფული მდგომარეობა საბერძნეთში: “ათინა” ჯერ კიდევ აქტიური რჩება

კლიმატურმა ფენომენმა “ათინამ” ჩრდილოეთ ევიას დიდი დარტყმა მიაყენა. დატბორილია ასობით სახლი, მოსახლეობის გამოსაყვანად კი, ოპერაციები მთელი ღამე მიმდინარეობდა.

როგორც მანტუდის მერი აცხადებს, მხოლოდ და მხოლოდ იღბალს უნდა უმადლოდნენ, რომ არი არის მსხვერპლი.

ადგილობრივები შეძრულები არიან იმით, რომ ზაფხულში ცეცხლთან გამკლავება მოუწიათ, ხოლო ახლა საკუთარი საცხოვრებლები წყლითა და ტალახით გაევსოთ.

გარდა ევიასი, ზარალი გამოწვეული პილიოსა და ლარისას ტერიტორიებზეც. უკვე მე-5 დღეა, რაც ნალექი არ წყდება და როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, “ათინა” ნამდვილად არ ყოფილა უბრალოდ ცუდი ამინდი, ეს არის კლიმატური ფენომენი, რომელმაც ჩვეულზე გაცილებით მეტი წვიმა მოიტანა, რამაც შესაბამისად გამოიწვია წყალდიდობა.

onalem

ტესტ