fbpx
საბერძნეთი

სამუშაო საათების, დასვენებისა და შესვენების კონტროლი – ციფრული ბარათები საბერძნეთში

სულ რაღაც 1 თვეში საბერძნეთში მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შრომის სექტორს ეხება. როგორც უკვე ცნობილია, მოხმარებაში შემოვა ციფრული ბარათი, რომელიც ექნებათ თანამშრომლებს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.

ამრიგად, 1 ივლისიდან სისტემა ამოქმედდება და ბარათები გადაეცემათ სუპერმარკეტებისა და ბანკების თანამშრომლებს, საუბარია იმ დაწესებულებებზე, სადაც მუშაობს 250-ზე მეტი თანამშრომელი.

ბარათები დააფიქსირებენ როდის მივიდა თანამშრომელი სამსახურში, როდის დაასრულა მუშაობა, რამდენი ხანი შეისვენა და ა.შ. ანუ თითოეული დეტალი განსაზღვრული იქნება და ამ გზით, თავიდან იქნება არიდებული უსამართლობა დასაქმებულის მიმართ, ვინაიდან ბევრ დაწესებულებაში ფიქსირდება ფაქტები, როდესაც თანამშრომლები მუშაობენ ზედმეტ საათებს, ანაზრაურების გარეშე.

ინიციატივის რეალობად ქცევა საბერძნეთის ციფრული პოლიტიკისა და შრომის სამინისტროების თანამშრომლობის ფონზე მოხდა.

onalem

ტესტ