fbpx
პოლიტიკა

“ევროსაბჭოს თურქეთის პროვოკაციების შესახებ ვაცნობებ, ჩვენს სუვერენიტეტს ეჭვქვეშ არავინ დააყენებს” – მიცოტაკი ბრიუსელიდან

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ბრიუსელში ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაზე შესვლამდე განაცხადა, რომ აუცილებლად ისაუბრებდა თურქეთის პროვოკაციებზე.

“საბერძნეთი ამ გამოწვევების წინაშე დგას თავდაჯერებული და მონდომებული. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართლის წესებს და გვყავს ძლიერი მოკავშირეები. რა თქმა უნდა, კიდევ დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ არავის მივცეთ უფლება დაუპირისპირდეს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს სუვერენულ უფლებებს. არავინ დააყენებს ეჭვის ქვეშ საბერძნეთის სუვერენიტეტს!

პირველი საკითხი, რაც სხდომაზე განიხილება, არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი. მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევამდე, რომელიც ასევე მოცავს რუსეთიდან ევროკავშირისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოწოდების აკრძალვას. ვიმედოვნებ, რომ წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალური წინააღმდეგობები დაიძლება და მივაღწევთ საბოლოო სასურველ შედეგს,” განაცხადა მიცოტაკიმ.

 

onalem

ტესტ