fbpx
პოლიტიკა

გაძვირებული გადასახადები: როგორ დაეხმარება საბერძნეთის მთავრობა ხალხს?!

როგორც უკვე ცნობილია, მსოფლიოში ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებით მწვავე კრიზისია. ამ მიზეზით საბერძნეთის მთავრობა აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და შემუშავებულია გარკვეული გეგმა, რომელიც მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მიმართული.

ოფიციალური განცხადებები ხვალ გაკეთდება, თუმცა, ცნობილია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მიცოტაკი.

როგორც ირკვევა, ამოქმედდება სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა მოსული გადასახადების ნაწილს დაფარავს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობის სარგებელი იქნებოდა 9 ევრო პირველ 300 კილოვატზე, თუმცა, ეს თანხა 14 ევრომდე იზრდება (ანუ 40-45 ევრო მეგავატზე).

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პროგრამა მოქმედებაში იქნება დეკემბრის ბოლომდე, თუმცა, დიდი ვარაუდით ის გაგრძელდება შემდეგი წლის (2022) პირველ თვეებშიც. საერთო ჯამში ამისთვის 300 მილიონი ევროს გამოყოფა იქნება საჭირო.

ამას გარდა, დაგეგმილია 150-200 მილიონი ევროს გამოყოფა ბუნებრივი აირის სუბსიდირებისთვის, რაც ჯერ კიდევ გასარკვევია, ზუსტად რა სახით განხორციელდება.

 

onalem

ტესტ