fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“შევამცირეთ უმუშევრობა, გადასახადები და ბიუროკრატია” – კირიაკოს მიცოტაკი კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმას აპირებს

“სტაბილურად და კიდევ უფრო თამამად” – ეს არის კირიაკოს მიცოტაკის დევიზი, რომლითაც 2023 წლის მაისში არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს მოქმედებას მომდევნო 4 წლის მანძილზე.

მან სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელშიც აღწერილია, რა გაკეთდა საბერძნეთში “ახალი დემოკრატიის” მიერ 2019 წლის შემდეგ, მოქალაქეთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

“ამ 4 წლის მანძილზე ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. შევამცირეთ გადასახადები, უმუშევრობა, მოქალაქეთა ტანჯვა, ციფრულ სისტემაზე გადასვლის საშუალებით, თუმცა, ყველა პრობლემა გადაჭრილია? არა! ამიტომ უნდა განვაგრძოთ წინსვლა, სტაბილურად და უფრო თამამად,” წერს მიცოტაკი.

 

onalem

ტესტ