fbpx
საბერძნეთი

პატრა: 18 წლის ბიჭი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა, პოლიციამ მისი ორი მეგობარი გოგონა დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, პატრაში 18 წლის ბიჭის მძიმედ დაშავების საქმეზე მისი ორი თანატოლი გოგონა დააკავეს. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა ბიჭი სასტუმროს აივნიდან, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. საუბარია აივანზე, რომელზეც გოგონების ოთახიდან გამოვიდა.

პოლიციის ინფორმაციით, ბიჭს მარიხუანა ჰქონდა მიღებული, შესაბამისად, წონასწორობა დაკარგა და აივნიდან გადმოვარდა. გოგონებს აღმოუჩინეს 0.8 გრამი მარიხუანა, რის შემდეგაც დააკავეს.

დაშავებულიც და დაკავებულებიც ათენიდან, ილიუპოლიდან არიან, მაგრამ პატრაში იმყოფებოდნენ. ბიჭმა დაცემის შედეგად მრავლობითი მოტეხილობები მიიღო, კიდურებისა და ხერხემლის არეში. მიუხედავად ამისა, ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის შესახებ პოლიციამ მშობლებს შეატყობინა, რომლებიც მაშინვე ჩავიდნენ პატრაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ