fbpx
საბერძნეთი

8 მარტს დიდი გაფიცვა საბერძნეთში – 24 საათის მანძილზე არ იმუშავებს საჯარო სექტორი, დაგეგმილია საპროტესტო აქცია

საჯარო სექტორში დასაქმებულთა გაერთიანებამ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო და 8 მარტს ისინი 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ. ქალთა საერთაშორისო დღეს საბერძნეთში საჯარო სექტორი მთელი დღის მანძილზე არ იმუშავებს და 12:30 საათისთვის კლავთმონოს მოედანზე გაიმართება საპროტესტო აქცია, ტემპის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ათენის, პირეას, ლავრიოს შრომის ცენტრებმა უკვე გამოაცხადეს მობილიზება.

ამ დროისთვის დაუზუსტებელია, როგორ იმოძრავებს საჯარო ტრანსპორტი, თუმცა, ცხადია, რომ ათენის ცენტრში გადაადგილება შეუძლებელი იქნება, აქციისა და მსვლელობის გამო.

ამას გარდა, ხვალ, 7 მარტს, 24 საათით იფიცებიან ΕΦΚΑ-ს თანამშრომლები.

ინფორმაცია, მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, ეტაპობრივად გავრცელდება.

onalem

ტესტ