fbpx
კულტურა

დიდებული მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი მალე ათენში, მთავარი საოპერო როლის შესასრულებლად

როგორც ბერძნული მედია იუწყება, დიდებული მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სულ მალე ათენში იქნება, თავის კარიერაში პირველად მთავარი საოპერო როლის შესასრულებლად. რაჭველიშვილს იტალიელი დირიჟორი, რიკარდო მუტი პლანეტის საუკეთესო მეცო-სოპრანოს უწოდებს.

წარმოდგენა მარტის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ეროვნული ოპერის სცენაზე შედგება, საუბარია ჟიულ მასნეს “ვერთერზე”, რაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა ფრანგულ რეპერტუარში, დაიწერა გოეთეს ეპისტოლარული რომანიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, რომელზედაც არის დაფუძნებული. ოპერა მოგვითხრობს ახალგაზრდა ვერთერისა და შარლოტას ჩიხში მყოფი სიყვარულის შესახებ, როცა ვერტერი ხვდება, რომ იმედი არ აქვს, თავს იკლავს. შარლოტა, რომელმაც გააცნობიერა სიტუაციის კრიტიკულობა, მირბის მისკენ და მიუსწრებს, სანამ სული სხეულს დატოვებს.

ანიტა რაჭველიშვილი სწორედ შარლოტას როლს შეასრულებს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მის კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავარი საოპერო როლი ერგო.

წარმოდგენები შედგება 2023 წლის 23, 26, 28, 31 მარტს და 2 და 4 აპრილს ეროვნული ოპერის სცენაზე.

onalem

ტესტ