fbpx
კულტურასაბერძნეთი

ჭორიკნები, მწეველები, უდარდელები – სტერეოტიპები ბერძნებზე, რომლებიც მათ არ უყვართ, მაგრამ ვერც ცვლიან

სტერეოტიპი ნამდვილად არ არის საუკეთესო რამ ვინმეს დასახასიათებლად, მითუმეტეს, როცა ეს ბერძნებს ეხებათ. ერთის მხრივ სახალისო თემები ბევრ მათგანში ბრაზს იწვევს, თუმცა, გვერდს ვერ უვლიან იმას, რაც ასე ფართოდ არის გავრცელებული.

გთავაზობთ სტერეოტიპებს, თუ როგორები არიან ტიპიური ბერძნები. ცხადია, ეს არ არის ის დეტალები, რომლებიც მათ შესახებ ვინმე სხვამ მოიფიქრა, არამედ თავად საბერძნეთში დადიოდა “მითებად” და შემდეგ საზღვრებს გარეთაც გავიდა.

სტერეოტიპი N1: ისინი თმიანები არიან – მიუხედავად იმისა, რომ თმიანი სხეული მხოლოდ ბერძენი ერისთვის არ არის დამახასიათებელი, რატომღაც მათზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ.

N2 ისინი ხმაურიანები არიან – დიახ! იყო ბერძენი, ნიშნავს, რომ გიყვარს ხალხთან ურთიერთობა და ნებისმიერი კომუნიკაციის დროს შეიძლება საუბრობდე განსაკუთრებით ხმამაღლა. ბერძნებისთვის რაც უფრო ხმამაღლა საუბრობ, მით უფრო “მართალი” ხარ.

N3 ბერძნები უდარდელები არიან – რომ არა უდარდელობა, ალბათ, ისინი კრიზისის წლებს ვერ გაუძლებდნენ.

N4 ჭორიკნები – ბერძნებისთვის საპნის ოპერებზე საინტერესო ცხოვრებისეული დრამებია. ამრიგად, ჭორაობა მათთვის უკვე ჰობად არის ქცეული.

N5 მწეველები – დიახ, ამაში ორი აზრი ნამდვილად არ არსებობს. ევროპაში ყველაზე მწეველ ერად სწორედ ბერძნები სახელდებიან.

N6 დედიკოს ბიჭი & მამიკოს გოგო – როცა საბერძნეთში ბავშვი იბადება ავტომატურად არქმევენ ბებიის ან ბაბუს სახელს. დედიკოს ბიჭობა ნიშნავს, რომ ასაკის მატების მიუხედავად, მაინც ისე ზრუნავენ მათზე, როგორც პატარა ბავშვზე, ხოლო მამიკოს გოგონებს გარანტირებული აქვთ უსაფრთხოება და მხარდაჭერა, ვიდრე “სასიძო” გამოჩნდება.

onalem

ტესტ