fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენი ექიმი, რომელმაც 15.000 ქალს დედობის ბედნიერება აჩუქა და მისი წყალობით დაბადებულ 10.000 ბავშვს პირადად იცნობს

მანოლის კაპეტანაკისი ექიმ-გინეკოლოგია, რომლის უსაზღვრო და შეუფასებელი სამეცნიერო ცოდნის წყალობით ამ ქვეყანას 15.000-მდე ბავშვი მოევლინა და 15.000-მა ქალმა განიცადა დედობის უსაზღვრო ბედნიერება.

კაპეტანაკისი ერთ-ერთი წამყვანი ექიმია საბერძნეთში, რომლის მიერ ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერების შედეგად შვილი 15.000 ქალს ეყოლა და როგორც ამბობს, არც მეტი, არც ნაკლები, აქედან 10.000-ს ბავშვს პირადად იცნობს.

ექიმისთვის ყველა ადამიანი, რომელიც მასთან დახმარების თხოვნით მიდის, იმდენად უნიკალურია, რომ ცალკეული ისტორიებიც კი ახსოვს და სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მისი წყალობით დაბადებული ბავშვების ნათლია ხდებოდა ხოლმე.

“ფეხმძიმობა არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური მდგომარეობა, არამედ აქ არის ფსიქოლოგიური დეტალებიც. მნიშვნელოვანია, რომ ექიმსა და პაციენტს შორის არსებობდეს სასიამოვნო ურთიერთობა, ნდობა და მეგობრობა. ეს უნდა იყოს ორმხრივი მცდელობა. მთავარია, რომ არ მოატყუო შენი თანამემამულე, არ მოექცე ვერაგულად და გააკეთო საქმე სწორად. მთავარია პატივისცემა…” ამბობს კაპეტანაკისი.

უნდა აღინიშნოს, რომ ექიმი ამერიკაში 15 წლის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მაგრამ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა:

“არ გავხდებოდი კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელიც ატლანტიკის ოკეანის მიღმა დარჩა,” ამ ფრაზით დაასრულა კაპეტანაკისმა ამერიკული ცხოვრება და საბერძნეთს დაუბრუნდა.

onalem

ტესტ