fbpx
საზოგადოება

ფულადი გზავნილები საქართველოში $1.88 მილიარდამდე გაიზარდა – საბერძნეთი მესამე ადგილზეა

2020 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ $1.88 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით მეტი იყო. შესაბამისად, COVID- კრიზისის მიუხედავად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ეს წყარო გაიზარდა.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასულ წელს საქართველოში $364 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს მაჩვენებელი წლიურად 15%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ფულადი გზავნილები იტალიიდან, საიდანაც საქართველოში $297 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 24%-ით არის გაზრდილი. 14%-ით გაიზარდა გზავნილები საბერძნეთიდან, რაც $219 მილიონ დოლარს შეადგენდა, აშშ-დან კი ის 22%-ით $178 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ტოპ 20 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:

1 რუსეთის ფედერაცია – $363.9 მილიონი, კლება წინა წელთან -15%
2 იტალია – $297.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%
3 საბერძნეთი – $219.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
4 აშშ – $218.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
5 ისრაელი – $156.8 მილიონი, კლება წინა წელთან -4%
6 თურქეთი – $106.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
7 უკრაინა – $87.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 104%
8 გერმანია – $74.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 49%
9 აზერბაიჯანი – $53.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 143%
10 ესპანეთი – $47.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
11 საფრანგეთი – $28.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 7%
12 პოლონეთი – $27.6 მილიონი, კლება წინა წელთან -12%
13 ყაზახეთი – $19.7 მილიონი, კლება წინა წელთან -26%
14 გაერთიანებული სამეფო – $18.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
15 კანადა – $17.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%
16 ირლანდია – $14.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 52%
17 კვიპროსი – $13.0 მილიონი, კლება წინა წელთან -15%
18 სომხეთი – $11.8 მილიონი, კლება წინა წელთან -11%
19 არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%
20 ყირგიზეთი – $8.3 მილიონი, კლება წინა წელთან -71%

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობის მიერ ქვეყანაში გამოგზავნილი თანხებია

onalem

ტესტ