fbpx
საბერძნეთი

“SMS-ზე აუცილებლად უნდა დაწესდეს შეზღუდვა” – მანოლის დერმიძაკისის მოთხოვნა საბერძნეთის მთავრობას

მას შემდეგ, რაც ერმუზე ათასობით ადამიანი გამოვიდა და შეიქმნა სურათი, რომელმაც ექსპერტები ააღელვა, პროფესორთა ნაწილი ახალი ინიციატივებით გამოდის. მანოლის დერმიძაკისი აცხადებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა გარეთ მხოლოდ ორი საათით არ ყოფილა, ვინაიდან რიგში მდგომა დიდ დროს მოითხოვს.

ირკვევა, რომ პროფესორი მთავრობას მოუწოდებს, დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა SMS-ებზე და თუკი რომელიმე ადამიანი დაარღვევს წესებს, არ უნდა დაუბრუნდეს SMS, რომელიც აძლევს გადაადგილების უფლებას, ამრიგად, პოლიციას ექნება საშუალება გაარკვიოს, არსებობს თუ არა გადაცილება.

“ძალიან კარგად მესმის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ხალხი განიცდის. პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ და უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ ადამიანების 100%-ს ეკეთა პირბადე, რადგან მსგავსი სურათი ადრე ნამდვილად არ გვქონია.

მე არ მეშინია იმის, რომ გაიხსნა მაღაზიები და ახლა სკოლებიც გაიღება, მეშინია მხოლოდ იმის, რომ მოგვიანებით, მესამე კვირაში, ხალხი მოდუნდება და იფიქრებს, რომ ყველაფერი კარგად არის, რადგან არ იმატებს ყოველდღიური შემთხვევები. სკოლები ნამდვილად არ წარმოადგენენ საფრთხეს, საფრთხედ მიმაჩნია ის, რომ ამოვვარდეთ ამჟამინდელი ყოველდღიურობიდან და არასაჭირო გადაადგილება დავიწყოთ,” აცხადებს პროფესორი.

 

onalem

ტესტ