fbpx
საზოგადოება

საზარელი ტრაგედია საბერძნეთში: ქალი და მამაკაცი მე-4 სართულიდან გადმოცვივდნენ

ტრაგიკული შემთხვევა დღეს დილით იოანინაში მოხდა. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 43 წლის ქალი და კიდევ ერთი მამაკაცი, რომლებიც მე-4 სართულიდან გადმოცვივდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსთან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა 09:00 საათზე მობილიზდა და ორი ადამიანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანისას დადასტურდა, რომ ორივე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის გარემოებები უცნობია, პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, იყო ეს თვითმკვლელობა თუ რაიმე სხვა მიზეზით გამოცვივდნენ ქალი და მამაკაცი დიდი სიმაღლიდან.

დაგეგმილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

 

onalem

ტესტ