fbpx
საზოგადოება

თოვლში გამომწყვდეული ოჯახი ბავშვით, რომელსაც ორი დღეა მაღალი სიცხე აქვს – სამაშველო ოპერაცია ატიკაში

გავრცელებული ინფორმაციით, დროსიას ტერიტორიაზე ოჯახის გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. დიდი თოვლის გამო ისინი სამი დღის მანძილზე ვერ ახერხებდნენ ადგილიდან გამოსვლას.

ირკვევა, რომ უხვი ნალექის გამო, წაქცეულია ხეებიც, აქედან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელი იყო მათ სახლამდე დროულად მიღწევა. ოჯახში არის ბავშვი, რომელსაც სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, რადგან ორი დღის მანძილზე მაღალი სიცხე აქვს.

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს სპეციალური მანქანებით, რათა მოხერხდეს გზებიდან ხეების გადატანა და გაწმენდა.

ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა შემდეგ ტერიტორიებზე: ეკალი, დიონისო, აგიოს სტეფანოს, კრიონერი, დროსია, კალამო. აქ მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ ელექტრო ენერგია.

 

onalem

ტესტ