fbpx
საბერძნეთი

სირცხვილის კადრები ოროპოდან: ექთნებმა მოხუცი ქალი ქუჩაში შლანგით დაბანეს

საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია ოროპოდან გავრცელებულმა კადრებმა, რომლებსაც ნამდვილი სირცხვილი უწოდეს. ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ აბანავებს ორი ექთანი ქალს შლანგით, ის კი, პლედზე შიშველ მდგომარეობაში წევს. ეს ყველაფერი კი აბსოლუტურად შესამჩნევია იქ არსებული კორპუსიდან, ვინაიდან ინციდენტი ქუჩაში ხდება.

აღნიშნული ექთნები არ მუშაობენ ΕΚΑΒ-ში, არამედ მიეკუთვნებიან მუნიციპალური სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, რომელთანაც ოროპოს მერიას კონტაქტი აქვს გაფორმებული.

გავრცელებულ კადრებზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა ოროპოს მერს, რომელიც წერს:

“როგორც ადამიანი, ცალსახად ვგმობ მომხდარ ინციდენტს და ვგრძნობ ზიზღსა და სირცხვილს. ხოლო როგორც მერმა, უკვე გავეცი ბრძანება, რომ გამოიძიონ და პასუხისმგებლობა დააკისრონ ადამიანებს, რომლებიც ამას იმსახურებენ. მინდა თანამოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ასეთი არაადამიანური ქცევები, საიდანაც უნდა მოდიოდეს ისინი, დაუსჯელი არ დარჩება.”

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმაც, თავის მხრივ, გასცეს ბრძანება, რომ დეტალური გამოძიება მოხდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე განმარტავენ, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც კადრში ჩანს, საავადმყოფოს თანამშრომელია.

onalem

ტესტ