fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც აკროპოლიდან 33 ქვა და მარმარილოს 3 ნატეხი მოიპარა

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 26 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად აკროპოლზე ჩადენილი ქურდობები ედება.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ΔΙΑΣ-ის ოფიცრებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობის, ასევე იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად მას აღმოუჩინეს 33 ქვა და მარმარილოს 3 ნატეხი, ასევე, აღმოუჩინეს დანა.

ათენის უსაფრთხოების საქვეუწყებო დირექტორმა მამაკაცის წინააღმდეგ აღძრა საქმე და პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ