fbpx
საბერძნეთი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეჯახებიდან ცოტა ხანში ლარისას ინსპექტორმა შვებულება აიღო ექიმის ცნობით, რომელსაც ის არც კი გაუსინჯავს

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება ლარისას სადგურის ინსპექტორთან დაკავშირებით, რომელმაც როგორც ირკვევა, მატარებლების საბედისწერო შეჯახებიდან რამდენიმე ხანში შვებულება აიღო, ხოლო ამისთვის გამოიყენა ექიმის ცნობა, რომელსაც ის, დიდი ალბათობით, არც კი გაუსინჯავს. ცნობაზე, რომლითაც მან ΕΦΚΑ-ს მიმართა, ვოლოსოს “ახილოპულიოს” საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მომუშავე ექიმის ხელმოწერაა.

ექიმმა, სავარაუდოდ, ცნობა ისე გასცა, რომ არც კი შეუმოწმებია ინსპექტორი და დაუსვა დიაგნოზი, რომ მას ჰქონდა ნეიროქირურგიული პრობლემა. თავად ხელმომწერი ექიმი ახსნა-განმარტებაში ამტკიცებს, რომ ბრძანება, გაეცა დოკუმენტი, მიიღო უფროსი ექიმისგან.

რის გამო მოექცა ინსპექტორი გამოძიების ობიექტივში?!

როგორც ირკვევა, სწორედ აღნიშნულ ინსპექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა სადგურზე, რომელშიც ვასილის სამარასი (ძირითადი ბრალდებული, რომელმაც მატარებლებლის მიმართულების განსაზღვრაში შეცდომა დაუშვა) იყო გამწესებული. ამას გარდა, უნდა დადგინდეს, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩია და განსაზღვრა მან სამარას შესაძლებლობები საუშაო პოზიციასთან მიმართებაში.

ფაქტია, რომ ტრაგედიის მიღმა სერიოზული სისტემური პრობლემები დგას და ვასილის სამარა არ არის ერთადერთი პასუხისმგებელი პირი ამ საქმეში, სწორედ ამის გამო, გამოძიება ცდილობს უკანა პლანზე არსებული ადამიანების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოვლენას.

 

onalem

ტესტ