fbpx
საბერძნეთი

ბერძნები სუპერმარკეტების თაროებს აცარიელებენ – დაწესდა ზღვარი, თუ რა რაოდენობის შეძენაა დასაშვები

როგორც Newsbeast-ი იუწყება, ბერძნული საზოგადოების ნაწილი პანიკაშია ჩავარდნილი, რის ფონზეც აცარიელებენ სუპერმარკეტის თაროებს და ყიდულობენ პროდუქციას, რომელიც შეიძლება, რომ კრიზისის ფონზე, დეფიციტში აღმოჩნდეს ან უკიდურესად გაძვირდეს.

აღნიშნული მედია საშუალების კამერამ დააფიქსირა, რომ თაროებზე აღარ დევს ფქვილი და თითქმის დაცარიელებულია ზეთების განყოფილება.

აქედან გამომდინარე, სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელში უკვე დაწესებულია ზედა ზღვარი, თუ რა რაოდენობის პროდუქციის შეძენა შეუძლია ერთ მომხმარებელს საერთო ჯამში, მაგალითისთვის: შესაძლებელია, რომ შეიძინოთ სიმინდის ზეთის მხოლოდ 3 შეკვრა, ხოლო მზესუმზირის ზეთი მხოლოდ 1 ან 2 ლიტრი. (არ იგულისხმება აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, არამედ კონკრეტული პროდუქცია).

დეტალური მითითებები აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკრულია თაროებზე.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ