fbpx
მეცნიერება

“თითქმის გარანტირებულია, რომ შემოდგომისთვის რაღაც ახალთან გამკლავება მოგვიწევს” – გიორგოს პავლაკის

ამერიკაში მოღვაწე ბერძენი ექიმი და მკვლევარი, გიორგოს პავლაკი, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პანდემიასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს. მისი პროგნოზით, ზაფხულშიც კი, შესაძლებელია, რომ გვქონდეს ახალი შტამებით გამოწვეული ტალღა და შესაბამისად, შემოდგომისთვის უკვე ახალ რეალობასთან მოგვიწიოს გამკლავება.

“პანდემია ჯერ კიდევ აქ არის. არსებობს გლობალური ტენდენცია, რომ გავიხსნათ და შეზღუდვებიდან გამოვიდეთ, მაგრამ თუ ეს სწრაფად და არასწორად მოხდება, ძვირად დაგვიჯდება. საბერძნეთს ამ ზამთარს ყველაზე უარესი პერიოდი ჰქონდა.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი მაშინ იღუპება, როდესაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, ასევე ვიცით უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რაც უნდა დავიცვათ. სწორედ ასე ვიმკით მოშვებისა და თავისუფლების შედეგებს.

თითქმის გარანტირებულია, რომ შემოდგომაზე რაღაც ახალთან მოგვიწევს გამკლავება. არავინ იცის, “დამშვიდდება” თუ არა ვირუსი. ისინი, ვინც საპირისპიროს ამტკიცებენ, არაფერი იციან. მაგალითად, გრიპი უკვე 100 წელია არსებობს. გვექნება ახალი ეპიდემიოლოგიური ტალღები და არ შეიძლება გადაჭრით ვსაუბრობდეთ დასასრულზე, რადგან არ ვართ დარწმუნებულები, რომ შემდეგ შტამები უფრო მსუბუქი იქნება.

უნდა გავიგოთ, რომ ვაქცინა ძალიან მნიშვნელოვანია. ის სავალდებულო გახდება მალე ყველასთვის, როგორც წითელას ვაქცინა. სახელმწიფო ვალდებულია, რომ თავისი მოქალაქეები დაიცვას,” აცხადებს პავლაკი.

onalem

ტესტ