fbpx
საბერძნეთი

მხოლოდ საბერძნეთში: ΕΛΤΑ-მ ამანათის ირაკლიოდან ხანიაში ჩატანას 1,5 წელი მოანდომა

დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა… ეს ხდება მაშინ, როდესაც ბერძნულ საჯარო დაწესებულებას მივმართავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანიელი მამაკაცი 1,5 წელი ელოდებოდა ამანათს, რომელიც ირაკლიოდან გაუგზავნეს.

“დღეს მივიღეთ ორი ამანათი წარსულიდან!!! ერთი არის შედარებით ახალი 2023 წლის 16 იანვარს გამოგზავნილი, ხოლო მეორე, ირაკლიოდან, რომელმაც ჩვენამდე მოსვლას 1,5 წელი მოანდომა. რა თქმა უნდა, ჰქონდა საფოსტო მარკებიც, რომლებსაც ვადა 2022 წლის ნოემბერში გაუვიდათ,” ამბობს ის.

როგორც მამაკაცი აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ΕΛΤΑ-მ დააგვიანა და წარსულში ბევრჯერ დაკარგა კომუნალური გადასახადების გადახდის ბოლო ვადა, რადგან ფოსტას ქვითრები დროულად არ მიჰქონდა ადგილზე.

 

onalem

ტესტ