fbpx
საბერძნეთი

ხუთშაბათს კიდევ ერთი მასშტაბური გაფიცვა – თესალონიკში ავტობუსები 24 საათი არ იმუშავებენ

ხუთშაბათს, 16 მარტს, საბერძნეთში კიდევ ერთი მასშტაბური გაფიცვა იგეგმება. როგორც მედია იუწყება, დაკეტილი იქნება სკოლები, იფიცებიან საბერძნეთის საჯარო უწყებების თანამშრომლები.

არსებული ინფორმაციით, თესალონიკში 24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ ავტობუსები. რაც შეეხება ათენს, ინფორმაცია, გაიფიცება თუ არა ტრანსპორტის რომელიმე სახეობა, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

საპროტესტო აქციების ტალღა საბერძნეთში უკავშირდება ტემპის ტრაგედიას, რომელმაც 47 ადამიანი იმსხვერპლა და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ტრანსპორტით გადაადგილებისას მოსახლეობისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების საკითხი.

როგორც ჩანს, 16 მარტის გაფიცვა პრობლემებს შექმნის აეროპორტებშიც, თუმცა, ოფიციალური გადაწყვეტილებები, თუ ზუსტად ვინ მიიღებს მონაწილეობას აქციაში, ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

 

onalem

ტესტ