fbpx
საბერძნეთი

“გარდაუვალია უფრო მკაცრი ზომების დაწესება, რადგან რაც გვაქვს, არ მუშაობს” – ურთულესი ვითარება ატიკაში

პათოლოგიის პროფესორი, ანასტასიოს სპანტიდეასი ხმამაღლა აცხადებს, რომ საბერძნეთი არ არის შორს მარტის მსგავსი კარანტინის დაწესებისგან და ეს დღითიდღე კიდევ უფრო ნათელი ხდება, რადგან მიღებული ზომები არ მუშაობს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ატიკის რეგიონში, სადაც მთელ ქვეყანაში ინფიცირებულთა ნახევარი ფიქსირდება და ეს რიცხვი არც იკლებს და არც ბალანსდება. ექსპერტები მუდმივად ახდენენ ეპიდმდგომარეობის მონიტორინგს, მთავრობის მაგიდაზე კი დევს ყველანაირი ზომა, რომელსაც შეეძლება მომაკვდინებელი პანდემიის შეჩერება.

ამ ეტაპისთვის პრობლემები გაჩნდა სკოლებშიც, სადაც ბავშვები არიან ინფიცირებულები და ცხადია, მათი უმეტესობა არის უსიმპტომო. ეს ნიშნავს, რომ ვირუსს ავრცელებენ ოჯახებში და აავადებენ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს.

პროფესორები ვარაუდობენ, რომ თუკი პანდემიის კურსი ამ გზით წავიდა, მარტის თვეში გვეყოლება 2.000-2.500 ინფიცირებული ყოველდღე.

ახალი ზომები, რომლებიც მიცოტაკის მთავრობამ მიიღო, ძალაშია 15 თებერვლამდე, ამის შემდეგ კი, მოხდება ახალი გადაწყვეტილებების მიღება, ეპიდმდგომარეობის შესაბამისად.

onalem

ტესტ