fbpx
საზოგადოება

“როცა ალბანეთიდან საბერძნეთში ჩამოვედით, მახსოვს, როგორ გამიკვირდა, რომ პურს სხვანაირი გემო ჰქონდა” – ელენი ფურეირა

ბრწყინვალე მომღერალმა, ელენი ფურეირამ, ნიკოს ხაძინიკოლაუს გადაცემაში ისაუბრა საკუთარ წარმოშობაზე, ემიგრაციაზე, რასიზმსა და ქორწინების შიშზე. მან აღნიშნა, თუ რა რთული ბავშვობა გაიარა ალბანეთში და თქვა, თუ რამ გააკვირვა ყველაზე მეტად საბერძნეთში პირველად ჩამოსვლისას.

“არსებობს მომენტები, რომლებიც ძალიან მძაფრად მახსოვს, მაგრამ რაღაცები სრულიად მაქვს დავიწყებული. ის მახსოვს, რომ ღამე იყო, 2-3 საათი, მეძინა და უცებ გავიგე სირენების ხმა. დედაჩემი შიგნით შემოვიდა და გვითხრა, რომ იატაკზე დავწოლილიყავით. ასე გავატრეთ ორი თვე, იატაკზე დაწოლილები გადავაადგილდებოდით. მამაჩემი საბერძნეთში იყო, ფულს აგროვებდა, რომ ჩვენც ჩამოვეყვანეთ. შემდეგ ტაქსი გამოგვიგზავნა და წამოვედით.

დედაჩემი ამბობდა, რომ მაგიურ ქვეყანაში მოვდიოდით. გვქონდა კავშირი საბერძნეთთან, რადგან ბაბუას აქვს ფესვები აქედან. დილით წამოვედით და მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთები ჩავაწყვეთ. 

საბერძნეთი ჩემი მთელი ცხოვრებაა, ჩემი სამშობლო. ვამბობდი, რომ ბერძენი ვიყავი, ალბანეთში დაბადებული. ვამაყობ, რომ ალბანეთიდან ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრება აქ არის. როცა ჩამოვედით, მახსოვს, როგორ გამიკვირდა, რომ პურს სხვანაირი გემო ჰქონდა, ეს არასოდეს დამავიწყდება.

დედამ სკოლაში გაგვაგზავნა და მხოლოდ ორი უცხოელი ბავშვი ვიყავით, მე და ჩემი ძმა. ვერ ვხვდებოდი, რატომ იშვერდნენ თითს ჩვენკენ. არ ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა რასიზმი. არცერთი ბავშვი არ არის დაბადებული იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს გული ატკინოს, ფერის ან წარმოშობის გამო. მაშინ არ ვიცოდი, თუ რატომ ხდებოდა ეს, ახლა კი ვიცი,”ამბობს ფურეირა.

რაც შეეხება ქორწინებას, ელენის მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს წარმატებულ ესპანელ ფეხბურთელთან, მაგრამ რატომღაც ეშინია ოჯახის შექმნის, რადგან ეს მისთვის ერთგვარ შებოჭილობას ნიშნავს. ფურეირა ამასთანავე ამბობს, რომ ისურვებდა, რომ ახლა უკვე ორი შვილი ჰყოლოდა.

onalem

ტესტ